ქრონიკული C ჰეპატიტი ჰეპატოცელულარული კარცინომით
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI51საკვანძო სიტყვები:
C ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ჰეპატოცელულური კარცინომა (HCC), მყარი ვირუსული პასუხი (SVR), ალფაფეტოპროტეინი (AFP)ანოტაცია
C-ქრონიკული ჰეპატიტი დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა მსოფლიო მასშტაბით. დაავადების გართულებებს წარმოადგენს ღვიძლის ციროზი, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა (ღვიძლისემიერი ენცეფალოპათია, პორტული ჰიპერტენზია, ასციტი, ჰეპატორენული სინდრომი), ჰეპატოცელულური კარცინომა (HCC). საქართველოში 2015 წლიდან მოქმედებს C- ელიმინაციის პროგრამა, რომელის ფარგლებშიც C - ქრონიკული ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 3, 6 და 12 თვიანი ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ანტივირუსული მკურნალობის შემდეგ პაციენტების უმრავლესობა C ჰეპატიტის ვირუსისგან თავისუფლდება, ღვიძლის დაზიანების გამო (მაღალი, საშუალო თუ დაბალი) პაციენტთან შეიძლება განვითარდეს C ქრონიკული ჰეპატიტის გართულებები, მათ შორის ჰეპატოცელულური კარცინომა. ჩვენს შემთხვევის განხილვაში წარმოგიდგენთ 58 წლის პაციენტს, რომელსაც C ქრონიკული ჰეპატიტის დიაგნოზი, გართულებული ღვიძლის ციროზით, დაესვა 2016 წელს. ჩაიტარა ანტივირუსული მკურნალობა. განთავისუფლდა ვირუსისგან, ანუ მიღებულ იქნა მყარი ვირუსული პასუხი (SVR). 2024 წელს კი ღვიძლის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე იქნა ჰოსპიტალიზებული ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, სადაც დაესვა ჰეპატოცელულური კარცინომის დიაგნოზი. პაციენტი ამ დრომდე მუდმივად იმყოფებოდა მონიტორინგის ქვეშ და წინა წლებში ჩატარებული AFP (ალფა- ფეტოპროტეინი), რომელიც არის ჰეპატოცელულური კარცინომის მარკერი, ყოველთვის იყო ნორმის ფარგლებში <5,8-ზე IU/ml. ხოლო AFP -ს ბოლო განსაზღვრით სისხლში შედეგი მიღებულ იქნა >1000 IU/ml.
მეტრიკები
წყაროები
Hepatitis C Virus and Hepatocellular Carcinoma: A Narrative Review; Page Axley, Zunirah Ahmed , Sujan Ravi , Ashwani K Singal; National Library of Medicine ( NIH)
Guidelines for the Diagnosis and Treatment of Hepatocellular Carcinoma (2019 Edition); Karger.com
Risk of hepatocellular carcinoma after hepatitis C virus cure; Maria Alejandra Luna-Cuadros 1, Hao-Wei Chen 2, Hira Hanif 3, Mukarram Jamat Ali 4, Muzammil Muhammad Khan 5, Daryl Tan-Yeung Lau 6, National Library of Medicine (NIH)