გასტროდუოდენიტების ეფექტური მკურნალობა საქართველოს მინერალური წყლების გამოყენებით

ავტორები

  • Marina Pirtskhalava სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, თბილისი, 0114, საქართველო ავტორი
  • Irina Chabashvili სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, თბილისი, 0114, საქართველო ავტორი

DOI:

https://doi.org/10.56580/GEOMEDI25

საკვანძო სიტყვები:

გასტროდუოდენიტი, მინერალური წყლები: „ვარძია“, ზანავი“

ანოტაცია

გასტროდუოდენიტით დაავადებულების, მინერალური წყლებით „ვარძია“ და „ზანავი“ მკურნალობამ, მიკროელემენტების ოპტიმალური შემადგენლობის გამო, განაპირობა დაავადების კლინიკური სიმპტომების დადებითი დინამიკა. გამოვლინდა მინერალური წყლების ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიტოქსიკური მოქმედება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის სტრუქტურა, რამაც განაპირობა კუჭის მჟავას ფორმირების ფუნქციის ნორმალიზება და კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული ეპითელიუმის ზრდა. მინერალური წყლით მკურნალობის შედარებითი ეფექტურობის შესწავლამ, დაგვანახა მინერალური წყლის „ვარძია“ პრიორიტეტული მნიშვნელობა ქრონიკული გასტროდუოდენიტის დროს, კუჭის მჟავას წარმომქმნელი ფუნქციის დაქვეითების შედეგად. ხოლო მჟავაწარმომქმნელი ფუნქციის გაზრდის შემთხვევაში, ეფექტურია ზანავის მინერალური წყალი. მაღალი ეფექტურობა და ეკოლოგიური სისუფთავე საშუალებას იძლევა ამ წყლების გამოყენებისთვის, როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური დანიშნულებით.

მეტრიკები

მეტრიკის ჩატვირთვა...

წყაროები

Bogolyubov V.M., Drinking mineral waters. Medical rehabilitation, vol. I, Perm, "Star", 1997, p. 148-166.

Skalny A., Vitamins and trace elements. 2009, 120 p.

www.mkurnali.ge

Prevention of gastroduodenitis and their treatment with new mineral water "Vardzia". /N. Saakashvili, I. Chabashvili/. Collection of Scientific Works of Tbilisi State Medical University. - 2009. - No. 43. - p. 132-134. - Geo.; Res.: Eng.

Restorative Treatment of Chronic Gastroduodenitis Using Mineral Water “Amaghleba”. /I. Chabashvili, T. Chilingarishvili/. Scientific Journal "Speсtri" of Davit Agmashenebeli University of Georgia. - 2019. - No. 2. - p. 68-71. - Geo.; Res.: Geo; Eng.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-07-04

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

1.
ფირცხალავა მ, ჭაბაშვილი ი. გასტროდუოდენიტების ეფექტური მკურნალობა საქართველოს მინერალური წყლების გამოყენებით. MIMM. 2023;25(1). doi:10.56580/GEOMEDI25

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები