The impact of adaptive sports on the social adaptation of disabled people
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI14საკვანძო სიტყვები:
ადაპტური სპორტი, ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაცია, კომპენსატორული მექანიზმები, საკორექციო-სარეაბილიტაციო მოძრაობაანოტაცია
ადაპტური ფიზიკური აღზრდა წარმოადგენს კულტურის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად აღენიშნებათ ორგანიზმის ფუნქციებისა და ორგანოთა მორფოლოგიური მყარი და მკვეთრი დარღვევები. იგი მიზნად ისახავს ინდივიდის ფუნქციონალური, ფსიქოლოგიური შესაძლებლობების და, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპენსატორული მექანიზმების განვითარებას, რაც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მიაღწიოს თვითდამოკიდებულებას (იყოს დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ თავზე) და წარმართოს აქტიური ცხოვრების სტილი/წესი. შშმ პირების ადაპტურ სპორტში ჩართულობის ძირითადი მიზანია გარშემო არსებულ სამყაროსთან დაკარგული კონტაქტების აღდგენა, საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენის და მასთან შეერთების აუცილებელი პირობების შექმნა, საზოგადოებრივ სასარგებლო საქმიქნობაში მონაწილეობა და საკუთარი ჯანმრთელობის რეაბილიტაციაში თვითმონაწილეობა.