Sectional and Morphological features of dislocation process during the temporal lobe tumors

ავტორები

  • Joseph Gvazava ნეიროქირურგიული დეპარტამენტი, თბილისის 1-ლი საავადმყოფო, თბილისი, 0194, საქართველო ავტორი
  • Giorgi Gvazava ნეიროქირურგიული დეპარტამენტი, თბილისის 1-ლი საავადმყოფო, თბილისი, 0194, საქართველო ავტორი

DOI:

https://doi.org/10.56580/GEOMEDI27

საკვანძო სიტყვები:

დროებითი წილი, სიმსივნე, დისლოკაცია

ანოტაცია

გამოცდილება: დისლიკაცია წარმოადგენს საფეთქლის წილის სიმსივნეების მეტად მრისხანე გართულებას. საფეთქლის წილის სიმსივნეები ხასიათდებიან დისლოკაციის მაღალი სიხშირით, რასაც  განაპირობებს  მისი მედიო-ბაზალური მიდამოს ტოპოგრაფიული სიახლოვე  პახიონის ხვრელთან. 
მიზანი: ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს საფეთქლის წილის სიმსივნეებისას განვითა-რებული დისლოკაციური პროცესის სტრუქტურული კორელაციების და მორფოლოგიური თავისებურებების  შესწავლა  ოპტიმალური  ქირურგიული მკურნალობის განსაზღვრ-სათვის.
მეთოდები: ჩვენ შევისწავლეთ საფეთქლის წილის სიმსივნეებისას განვითარებული დისლოკაციური პროცესის  სექციური მასალის 85 შემთხვევა, რომელთაგან მამაკაცი იყო 53, ხოლო ქალი 32. ყველა მონაცემი ემყარებოდა ოპერაციული და სექციური მასალის მაკროსკოპიულ, მიკროსკოპიულ და ელექტრონულ-მიკროსკოპიული გამოკვლევების მონაცემებს და დასტურდებოდა თავის ტვინის მრავალი ფრონტალური და საგიტალური  განაკვეთების წარმოებით.
შედეგები: სიმსივნეთა მედიო-ბაზალური მიდამოში ლოკალიზაციისას არ შეგვხვედრია არც ერთი კეთილთვისებიანი სიმსივნე, ყველა იყო ავთვისებიანი. 6 (7%) შემთხვევაში  მორფოლოგიური კომპენსაცია“ იყო იმდენად მაღალი, რომ საერთოდ ვერ იქნა ნანახი რაიმე კავშირი სიმსივნეს და დისლოკაციას შორის. რიგ შემთხვევებში ჰიპოკამპალური და სარტყლისებრი ხვეულები ჩაჭედილიც კი არ იყო. საფეთქლის წილის სიმსივნეებით  გან-პირობებული დისლოკაციური პროცესებისას ნათხემის ტონზილების ჩაჭედვა დიდ ხვრელში ხდება ყველაზე ბოლოს, როდესაც ნათხემის ჰემისფეროებში ვერც კი ესწრება უხეში მორფოლოგიური ცვლილებების ჩამოყალიბება. აღნიშნულიდან გამომდინარე  პროცესის სიმძიმეს განაპირობებს მეორადი იშემიური დარღვევები. დიდ ხვრელში ჩაჭედვა იწვევს სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა-დარღვევას ღეროში, რომელიც არის კიდეც უეცარი და სწრაფი სიკვდილის მიზეზი.
დასკვნები: საფეთქლის წილის სიმსივნეებისას დისლოკაცია უხშირესად გვხვდება მედოი-ბაზალურ მიდამოში ავთვისებიანი სიმსივნის ლოკალიზაციისას. დისლოკაციური სინდრომის რეალიზაცია სიმსივნის პათობიოლოგიური აქტიობის გარდა უნდა აიხსნას მეორადად ტვინის იშემიური ფაქტორით, რასაც განაპირობებს სიმსივნური კვანძის კომპ-რესია ტვინის შუა არტერიის ძირითად ღეროზე და მისგან გამომავალ ტოტებზე. ჩვენი აზრით უეცარი-სწრაფი  სიკვდილის მიზეზი არის ბიშას ხვრელში ჩაჭედვა.

მეტრიკები

მეტრიკის ჩატვირთვა...

წყაროები

Gvazava J, Gvazava G. – “Clinico-Morphological features of herniation syndrome in temporal lobe tumors “. 8-th Black Sea Neurosurgical Congress, Tbilisi, Georgia, 2013.

Gvazava J, Germanishvili Z, Gvazava G. – “The peculiarity of dislocation process on the different level during temporal lobe tumors “. 1-st International Clinical Congress of Surgeons of Georgia “. The New Horizons in Surgery. Tbilisi, 2017

Гвазава И.С. – Взаимосвязь дислокационного процесса со зрелостью, размерами и темпом роста опухоли в височной доле головного мозга. IV съезд нейрохирургов России, Москва, 2006

Gvazava J. – “Prognostic criteria of clinic-morfological features of dislocation process during temporal lobe tumors “. 6-th Black Sea Neurosurgical Congress, Istanbul, Turkey, 2009.

Гвазава И.С., Хевсуриани Ш. О. – «О ранней диагностики дислокационного синдрома при опухолях височной доли головного мозга «В кн. Материалы III съезда нейрохирургов Украины 2003.

Gvazava J. – “Topico-prognostic value of epileptic seizures in the definition of intralobular localization of temporal lobe tumors”. Proceedings 12-th World Congress of Neurosurgery, Sydney, Australia, 2001.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-07-04

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

1.
გვაზავა ი, გვაზავა გ. Sectional and Morphological features of dislocation process during the temporal lobe tumors. MIMM. 2023;25(1). doi:10.56580/GEOMEDI27

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 5