„კომუნიკაციის“ ინტერაქციული ბუნება და მისი ლინგვოპრაგმატიკა მართვის პრაქტიკაში გასათვალისწინებლად

ავტორები

  • Gabadadze Nana სკოლა „მერმისი“, ქუთაისი, 4600, საქართველო ავტორი

DOI:

https://doi.org/10.56580/GEOMEDI28

საკვანძო სიტყვები:

კომუნიკაცია, ლინგვოპრაგმატიკა, მენეჯმენტის პრაქტიკა

ანოტაცია

რესპონსივების კლასიფიკაციას საფუძვლად უნდა დაედოს მათი კატეგორიალური ნიშნები. პასუხი წარმოადგენს სამეტყველო რეაქციას შეკითხვით გამოწვეულ კაუზატორზე. რესპონსივების მსგავსი ინტერპრეტაციისას ჩვენ გვექმნება შესაძლებლობა გავმიჯნოთ სამეტყველო აქტის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობები. მოცემული მიდგომა შესაძლებელს ხდის „პასუხი“ გამოვარჩიოთ „საპასუხო რეაგირების“ სხვა ტიპებისაგან, რომლებიც შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა კინესიკური საშუალებებით და უფრო რთული საკომუნიკაციო ქმედებითაც კი – ანუ საქციელით. უნდა შეგახსენოთ, რომ „საპასუხო რეაგირების“ ფორმები ყოველთვის არ კაუზირდება შეკითხვით, რაც კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც რესპონსივების სპეციფიკასთან არის დაკავშირებული. ამ უკანასკნელთა ონტოლოგიურ ნიშან-თვისებას წარმოადგენს რეაგირების სამეტყველო ფორმა, რომელიც მას სემიოტიკური ექვივალენტებისგან (თავის დაქნევა, ჟესტი, საკომუნიკაციო დუმილი და სხვ.) განასხვავებს. უნდა აღინიშნოს, რომ რესპონსივების სემიოტიკური ექვივალენტების ტაქსონიმიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოელთათვის ენის სწავლების პროცესში. სამწუხაროდ, წინამდებარე კვლევის ფარგლებში ჩვენ არ გვაქვს საშუალება უფრო ვრცლად გავჩერდეთ მოცემულ პრობლემაზე, ვინაიდან ეს ძირითადი თემისგან გადახვევის რისკს ქმნის.   
წარმოადგენენ რა დიალოგური მთლიანობის ნაწილს, რესპონსივები, როგორც აღნიშნული იყო, მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი კითხვით ნაწილთან. დიალოგურ ტექსტში ბმულობის გამოვლენის სპეციფიკას თავისი თავისებურებები აქვს  და რიგ ფაქტორზეა  დამოკიდებული: ურთიერთობის ბალანსზე, რომელიც სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებს მოიცავს და რესპონდენტის კომუნიკაციურ სტრატეგიას განსაზღვრავენ, აგრეთვე კაუზაციის აზრობრივ ან ფორმალურ მხარეზე (კითხვით წინადადებაზე).

მეტრიკები

მეტრიკის ჩატვირთვა...

წყაროები

Макаров М.Л. Интерпретативный анализ дискурса в малой группе. Тверь, 1998.

Kaplan B. Selected Works 1993.

Розеншток-Хюсси О. Речь и действительность. – М., 1994.

Рождественский Ю.В. Теория риторики. – М., 1999.

Арутюнова Н.Д. Язык и мир человека. – М., 1998.

Столнейкер Р. Прагматика. НЗЛ. Вып. 16. М., 1985.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-07-04

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

1.
ნანა გ. „კომუნიკაციის“ ინტერაქციული ბუნება და მისი ლინგვოპრაგმატიკა მართვის პრაქტიკაში გასათვალისწინებლად. MIMM. 2023;25(1). doi:10.56580/GEOMEDI28

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 5