სტომატოლოგიური პაციენტის კმაყოფილების გამოკვლევა საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI46საკვანძო სიტყვები:
სტომატოლოგიური პაციენტის კმაყოფილება, სტატისტიკური გამოკვლევაანოტაცია
მომხმარებელთა კმაყოფილების შესწავლა ზოგადად და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, მათ შორის სტომატოლოგიაში, უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული საკითხი აქტუალურია საქართველოში. მართალია, სტომატოლოგიური მომსახურება მოსახლეობის უმრავლესობისთვის დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ხელმიუწვდომელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საინტერესოა ასევე ისიც, ვინც სარგებლობს აღნიშნული მომსახურებით, რამდენად კმაყოფილია მისი შედეგებით.
გამოკითხულთა 71,2% კმაყოფილია მიღებული სტომატოლოგიური მკურნალობის შედეგით, 3,8%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, 25,0% კი -უკმაყოფილოა.
გამოკითხულთა 80.1% კმაყოფილია სტომატოლოგისგან მიღებული მომსახურების დონით, 7.4% ნეიტრალური, ხოლო 12.6% - უკმაყოფილო.
კმაყოფილების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს რეგიონების, ასევე სქესისა და ასაკის მიხედვით.
კვლევის შედეგებით, სტომატოლოგიური მომსახურების კმაყოფილების დონე და მკურნალობის შედეგებით კმაყოფილება მნიშვნელოვნად მაღალია უკმაყოფილებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდია უკმაყოფილება (გამოკითხულთა მეოთხედი ნაწილი გარკვეულწილად ან ძალიან უკმაყოფილოა). აღნიშნული მიუთითებს სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის არც თუ ისე მაღალ დონეზე და კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე.
პრობლემატური და დამაფიქრებელია კვლევის შედეგები იმ კუთხითაც, რომ პაციენტთა უმრავლესობა (დაახლოებით 50%) სტომატოლოგს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც პირის ღრუს რომელიმე დაავადება შეაწუხებს.
მეტრიკები
წყაროები
Global strategy and action plan on oral health 2023–2030, World Health Organization 2024 https://iris.who.int/bitstream/handle/10665/376623/9789240090538-eng.pdf?sequence=1&isAllowed=y
Global Oral Health Status Report 2022, World Health Organization
Tengiz Verulava, Primary health care system and its role in raising health capital, Shota Rustaveli National Science Foundation, 2021
Nata Kazakhashvili, Quality Assurance, Management and Improvement of Medical Services, Part 1, TSU, 2019
Tengiz Verulava, Zurab Kikvidze, Satisfaction with the quality of ambulatory medical care, "Health Care Policy, Economics and Sociology" N 1, 2018
Sharon Rankin, Marian Lennon, Oral Health Manual, Second edition, London, 2017
Tengiz Verulava, Akaki Burkadze, Revaz Jorbenadze, study of patients' satisfaction with the quality of hospital medical services, scientific journal "Health Policy and Insurance" N 3. 2015