ცხოვრებით კმაყოფილების გამოკვლევა საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI64საკვანძო სიტყვები:
ცხოვრებით კმაყოფილება, ცსტატისტიკური გამოკვლევა, კეთილდღეობაანოტაცია
ცხოვრებით კმაყოფილება და ბედნიერება ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ის განსაზღვრავს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი ერისა და ქვეყნის კეთილდღეობას. ამ სამყაროში ვცხოვრობთ იმისათვის, რომ გვქონდეს კარგი ცხოვრება, ვიყოთ ბედნიერები, რომლის ერთ-ერთი საზომი ჩვენი თვითშეფასებაა, ცხოვრებით კმაყოფილების შესახებ. აღნიშნული საკითხი აქტუალურია საქართველოში. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ცხოვრებით კმაყოფილების საშუალო ქულა 17.04-ის ტოლია, ცხოვრებით კმაყოფილების მინიმალური ქულა კი - 5-ის, მაქსიმალური 33 ქულაა. გამოკითხულთა 57.9% უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, 1.3%-ს აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება, ხოლო 40.8% კმაყოფილია. გამოკითხულთა მხოლოდ 0.8% არის უკიდურესად კმაყოფილი. ცხოვრებით კმაყოფილების საშუალო მაჩვენებელი ქალებისთვის 16.87 ქულას, ხოლო მამაკაცებისთვის 17.39 ქულას უდრის. სქესის მიხედვით, ცხოვრებით კმაყოფილებაში მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება არ არის. ცხოვრებით კმაყოფილების დონე ასაკის მიხედვით განსხვავდება. 11-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში ცხოვრებით კმაყოფილების საშუალო ქულა 23.54-ს შეადგენს, 19-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 21.77 ქულას, 31-50 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 17.42 ქულას, 51-70 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 9.43 ქულას, ხოლო 71-87 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 9.14 ქულას. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ცხოვრებით კმაყოფილების მხრივ მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავებაა. ძლიერი, წარმატებული და ბედნიერი ქვეყნის საფუძველს ქმნის ბედნიერი ხალხი და მათი ცხოვრებით კმაყოფილების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი საკითხია.
მეტრიკები
წყაროები
Diener, E., Emmons, R.A., Larsen, R.J., & Griffin, S. (1985). Development of the Satisfaction with Life Scale. Journal of Personality Assessment, 49(1), 71–75.
Jovanović, V., Rudnev, M., Arslan, G., Buzea, C., Dimitrova, R., Góngora, V., Guse, T., Ho, R. T. H., Iqbal, N., Jámbori, S., Jhang, F.-H., Kaniušonytė, G., Li, J., Lim, Y.-J., Lodi, E., Mannerström, R., Marcionetti, J., Neto, F., Osin, E., et al. (2022). The Satisfaction with Life Scale in adolescent samples: Measurement invariance across 24 countries and regions, age, and gender. Applied Research in Quality of Life, 17(4), 2139–2161.
Mix Georgia, 2018, Multi-Indicator Cluster Survey,
https://www.unicef.org/georgia/media/5896/file/Mics_Georgian.pdf
Nima, A. A., Cloninger, K. M., Persson, B. N., Sikström, S., & Garcia, D. (2020). Validation of subjective well-being measures using item response theory. Frontiers in Psychology, 10, 3036
James E. Maddux, SUBJECTIVE WELL-BEING AND LIFE SATISFACTION, An Introduction to Conceptions, Theories, and Measures, 2018 Taylor & Francis.