მოსახლეობის მიერ სტომატოლოგიურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI38საკვანძო სიტყვები:
სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯები, სტატისტიკური გამოკვლევაანოტაცია
სტომატოლოგიურ დაავადებათა მზარდი რაოდენობა დღევანდელ პერიოდში მათი მკურნალობის ხარჯების ზრდას მოითხოვს. თუმცა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა დაბალშემოსავლიანია ან უმუშევარი, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები ძალიან მცირეა. წლების განმავლობაში მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯების სტრუქტურაში ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების წილი 10 %-ის ფარგლებში მერყეობს, სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯების წილი კი დაახლოებით 0,5 %-ია. რაც შეეხება ამ უკანასკნელის წილს ჯანდაცვის ხარჯებში, ის დაახლოებით 5 %-ს შეადგენს. გამოკითხულთა 17.0 % -ის დანახარჯები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე 100 ლარამდეა, 56.3 %-ის ხარჯები 100-დან 500 ლარამდეა, 12.0 %-ის ხარჯები 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო 14.7 %-ის დანახარჯები 1000 ლარზე მეტს შედგენს. სტომატოლოგიურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება სქესის, ასაკის, რეგიონულ ჭრილში, ასევე დასაქმებულთა და უმუშევრების მიხედვით. გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით მესამედი დაბალი შემოსავლის გამო ვერ ახერხებს სტომატოლოგთან ვიზიტს პროფილაქტიკისა თუ მკურნალობის მიზნით.
მეტრიკები
წყაროები
Risto Tuominen, Health Economics in Dentistry, Second Edition, Cambridge Scholars Publishing, 2019
Lela Tsitaishvili, Prevalence of Dental Diseases in the Adult Population of Georgia and Modern Approaches to Prevention, Dissertation, TSU, 2015
World Health Organization, Oral health, 14 March 2023.
World Health Organization, Per capita expenditure on dental healthcare, WHO data.
World Health Organization, Indicators. – 2023.
Improving Access to Oral Healthcare for Vulnerable and Underserved Population, National Academies Press, Washington D.C. 2011.
Meng Lin Cheng, Dental expenditure, progressivity and horizontal inequality in Chinese adults: based on the 4th National Oral Health Epidemiology Survey, BMC Oral Health, volume 20, Article number: 137 (2020).
Global Oral Health Status Report 2022, World Health Organization.
World Health Dental Organization, Reports, 2023.
Georgian Dental Association, Reports, 2023.