პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის მიერ ექსტრემალური მართვის გამოყენების პრობლემები
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI20საკვანძო სიტყვები:
პანდემია, მენეჯმენტი, ექსტრემალური მენეჯმენტი, კლასიკური მენეჯმენტი, ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გადაწყვეტილების მიღებაანოტაცია
პანდემიის პირობებში ცხოვრება და საქმიანობა ნორმალურ ატრიბუტად იქცა. თუმცა, საქართველოს მთავრობა, მედიცინის, ბიოლოგიისა და სხვა დარგების მეცნიერები, გამოცდილ პროფესიონალ პრაქტიკოს-ექიმებთან და დარგში დასაქმებულ სხვა სპეციალისტებთან ერთად, არ ადუნებენ ყურადღებას და ცდილობენ საბოლოოდ დაამარცხონ ისეთი უხილავი მიზეზების ვერაგი მტერი, როგორიც კორონავირუსული პანდემიაა.
ჩვენი კვლევის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ექსტრემალური მართვის პოტენციალის საუკეთესოდ გამოყენება, მართვის მეთოდების დანერგვის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, პანდემიასთან ბრძოლის მეთოდების შერჩევა, ფუნქციონირების სტილის შემუშავება. საზოგადოებას ვთვაზობთ რეკომენდაციებს მთავრობის ხელმძღვანელთათვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, რითაც შეითვისება ფუნდამენტურად ახალი აზროვნება - შემოქმედებით-სისტემური აზროვნება.
მენეჯმენტის კრეატიულ-სისტემური მიდგომების გამოყენება, მენეჯერულ-ლიდერული გადაწყვეტილებების მიღების უნარებთან ერთად, საშუალებას მისცემს პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეებს, განსაკუთრებით პრაქტიკოს მენეჯერებს, ეფექტიანად დააკავშირონ ჯანდაცვის დაწესებულებების მართვა და გაურკვევლობის რეალური პირობები. მენეჯერებს შორის დამყარებული გონივრული კავშირ-ურთიერთობებით, არსებითად მაღლდება ეფექტიანობა და წარმოებს სწორი და არგუმენტირებული ექსტრემალური მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება.
მეტრიკები
წყაროები
G. Amkoladze, M. Lomsadze, Kh. Jokhadze - The role of healthcare management in managing changing circumstances and growing uncertainty. International Journal, Contemporary Problems of Medicine and Management. No. 2(20)/2020
T. Verulava - Health care policy. Tbilisi, 2018
WHO - The United Nations agency working to promote health, keep the world safe and serve the vulnerable. https://www.who.int
World Health Organization - The official public health information Youtube channel of the World Health Organization (WHO): WHO Mission: Providing leadership on global health matters - https://www.youtube.com