ამბულატორიული მომსახურების გამოყენება საქართველოში: განმსაზღვრელი ფაქტორები და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის პერსპექტივები

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.56580/GEOMEDI76

საკვანძო სიტყვები:

ამბულატორიული მომსახურება, ჯანდაცვის გამოყენება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა, საქართველო, რესურსების განაწილება

ანოტაცია

ამბულატორიული მომსახურების გამოყენება ჯანდაცვის სისტემის მუშაობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებლად ითვლება, რადგან, ის აჩვენებს, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება და როგორ ფუნქციონირებს ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში. გარდა ამისა, ის გვაძლევს წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი ბალანსია ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას შორის. საქართველოში, ბოლო წლებში, ამბულატორიულ სერვისებზე მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წელს ვიზიტების რაოდენობამ, დაახლოებით, 15.8 მილიონს მიაღწია. ამავე დროს, სტაციონარული ინფრასტრუქტურა თითქმის უცვლელი დარჩა. ჩვენი კვლევა ეფუძნება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს და მიზნად ისახავს იმ ფაქტორების შესწავლას, რომლებიც გავლენას ახდენს ამბულატორიული მომსახურების გამოყენებაზე საქართველოში. მნიშვნელოვან მიზეზობრივ ცვლადებად განხილულია ექიმებისა და ექთნების რაოდენობა, საავადმყოფო საწოლების რაოდენობა, ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, მოსახლეობის დაბერება და ურბანიზაციის დონე. კვლევის შედეგების მიხედვით, ექიმების ხელმისაწვდომობის ზრდა ამბულატორიული მომსახურების უფრო აქტიურად გამოყენებაზე მიუთითებს. მსგავსი კავშირი გამოვლინდა ჯანდაცვის ხარჯების შემთხვევაშიც. დაფინანსების ზრდასთან ერთად, იზრდება სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობაც. ასევე, გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის დაბერება ზრდის ამბულატორიულ მომსახურებაზე მოთხოვნას, რადგან, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები უფრო ხშირად საჭიროებენ სამედიცინო მეთვალყურეობასა და მკურნალობას. ამასთან ერთად, კვლევამ აჩვენა, რომ საავადმყოფო საწოლების რაოდენობასა და ამბულატორიული მომსახურების გამოყენებას შორის უარყოფითი კავშირი არსებობს. ეს, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა თანდათან გადადის ამბულატორიულ მომსახურებაზე და მცირდება სტაციონარული მკურნალობის მნიშვნელობა. საერთო ჯამში, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ამბულატორიული მომსახურების განვითარებასთან ერთად, კვლავ რჩება გარკვეული პრობლემები რესურსების განაწილებისა და ჯანდაცვის სისტემის ორგანიზების მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და არსებული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება.

 

წყაროები

National Statistics Office of Georgia. Healthcare Indicators. https://www.geostat.ge/en/modules/categories/54/healthcare

National Statistics Office of Georgia. Indicators of vital statistics, Healthcare expenditures, https://www.geostat.ge/en

Gujarati DN, Porter DC. Basic Econometrics. 6th ed. New York: McGraw-Hill Education; 2021.

Wooldridge JM. Introductory Econometrics: A Modern Approach. 7th ed. Boston: Cengage Learning; 2021.

Arkes J. Regression Analysis: A Practical Introduction. 3rd ed. London: Routledge; 2025.

Starfield B. Primary Care: Balancing Health Needs, Services, and Technology. Rev ed. New York: Oxford University Press; 1998.

Grossman M. On the Concept of Health Capital and the Demand for Health. Journal of Political Economy. 1972;80(2):223–255.

Arrow KJ. Uncertainty and the Welfare Economics of Medical Care. American Economic Review. 1963;53(5):941–973.

World Health Organization. Primary Health Care, 2025, https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/primary-health-care

World Health Organization. Country Data: Georgia. https://data.who.int/countries/268

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-25

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

1.
ბენაშვილი ი. ამბულატორიული მომსახურების გამოყენება საქართველოში: განმსაზღვრელი ფაქტორები და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის პერსპექტივები. MIMM. 2026;31(1):19-25. doi:10.56580/GEOMEDI76

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები