შიდა და გარე ვალები, მათი დაძლევის გზები და მექანიზმები (საქართველოს მაგალითზე)
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI73საკვანძო სიტყვები:
შიდა ვალი, გარე ვალი, რეფინანსირება, რისკები, ვალის დაძლევა, რეგულირების მექანიზმებიანოტაცია
საქართველოში საჯარო ვალი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესრულებაში. სახელმწიფო ვალი იყოფა შიდა და გარე ვალებად, რომლებიც განსხვავდებიან დამსაქმებლების, ვალუტისა და რისკების მიხედვით. შიდა ვალია ვალდებულება, რომელსაც მთავრობა იღებს საქართველოს შიგნით, ლარში. საქართველოს შიდა ვალი ძირითადად წარმოიშობა ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მიზნით. შიდა ვალის აღების პროცესი რეგულირდება კანონით „ბიუჯეტის სისტემის შესახებ (საქართველოს პარლამენტი, 2005). ეს საშუალებას აძლევს მთავრობას დაიცვას ფისკალური ბალანსი და შეამციროს საგარეო კრიზისების რისკი. იგი ძირითადად კი გულისხმობს: ობლიგაციებს და სახელმწიფო სესხებს ადგილობრივ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან; ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვას; შიდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. შიდა ვალმა 2024 წლის შემდეგ მიაღწია დაახლოებით 10.9% მშპ-ს. შიდა ვალის მთავარი უპირატესობაა ის, რომ იგი ნაკლებად მგრძნობიარეა ვალუტის კურსის რყევებზე, მაგრამ მისი მომსახურება ითხოვს რეგულარულ ფინანსურ რესურსებს ბიუჯეტიდან. გარე ვალი მოიცავს კრედიტებსა და სესხებს, რომლებიც მიღებულია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოური ბანკებისგან. გარე ვალი დაკავშირებულია საერთაშორისო სესხებთან და ზემოქმედებს ვალუტის კურსსა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ისტორიული მონაცემებით, ბევრ ქვეყანას გარე ვალის ზედმეტი ზრდა უმწვავეს ფინანსურ კრიზისებს უქმნიდა. საქართველოს მაგალითში, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საგარეო ვალის სტრუქტურა ძირითადად უცხოური ვალუტებით აღებული სესხებია. გარე ვალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან: ვალის მომსახურების რისკებს ზრდის უცხოურ ვალუტაში ლარის კურსის ცვლილებისას; განაპირობებს საერთაშორისო ეკონომიკურ დამოკიდებულებას; პროექტების დაფინანსებისას მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციებისა და განვითარებისათვის. შიდა და გარე ვალები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის, თუმცა სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ფისკალური დისციპლინა და გონივრული ვალის მართვა საშუალებას აძლევს ქვეყანას შეინარჩუნოს სტაბილურობა და შემცირდეს ვალის ტვირთი მომავალი წლების განმავლობაში.
წყაროები
Kakhidze, A. (2019). Modern Challenges of Public Debt Management in Georgia. Tbilisi: Ivane Javakhishvili Tbilisi State University.
Bakhtadze, L. (2022). Features of Public Debt Regulation in Georgia: Current Circumstances and Modern Challenges. European University Journal, №11.
Meladze, T. (2020). External Debt and Economic Growth in Georgia. Proceedings of the Faculty of Economics and Business, TSU.
Tkemaladze, Z. (2018). Georgia's External Financial Security and External Debt. Economic Policy Studies.
Hyman, D. N. (2015). Public finance: A contemporary application of theory to policy (11th ed.). Boston, MA: Cengage Learning.
Krugman, P., Obstfeld, M., & Melitz, M. (2018). International economics: Theory and policy (11th ed.). Boston, MA: Pearson.
Reinhart, C. M., & Rogoff, K. S. (2009). This time is different: Eight centuries of financial folly. Princeton, NJ: Princeton University Press.
Panizza, U. (2008). Domestic and external public debt in developing countries. UNCTAD Discussion Paper, 184.
Parliament of Georgia. (2005). Law “On the Budget System”. Tbilisi: Parliament of Georgia.
Parliament of Georgia. (2005). Law “On State Debt”. Tbilisi: Parliament of Georgia.
Ministry of Finance of Georgia. (2024). Statistics of State Debt. Tbilisi: Ministry of Finance of Georgia.
National Bank of Georgia. (2024). External Sector Review. Tbilisi: National Bank of Georgia.
On State Debt: 2025:
https://pbo.parliament.ge/media/k2/attachments/kvleviTi_publikacia_mTavrobis_valze.pdf
State Debt: 2025: https://www.mof.ge/ka/Debt

