ეთიკა და სარეკლამო პოლიტიკა
ჟურნალის რედაქცია იზიარებს და უერთდება ბუდაპეშტის ღია ხელმისაწვდომობის ინიციატივის (BOAI) სახელმძღვანელო პრინციპებს და პუბლიცისტური ეთიკის კომიტეტის (COPE) პუბლიცისტური ეთიკის პრაქტიკას. აკადემიური კეთილსინდისიერება მთავარი ღირებულებაა ჟურნალის თითოეული თანამშრომლისათვის. ჟურნალის აკადემიური არეალის თითოეული მონაწილე ვალდებულია დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები, პასუხისმგებლობა, პატივისცემა, ნდობა, სამართლიანობა და ღირსება. ჟურნალის საქმიანობაში დაუშვებელია აკადემიური თაღლითობა, ტყუილი, პროფესიული გულგრილობა და პლაგიატი. ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი, თანაავტორობის შემთხვევაში - ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი (corresponding author). გამოსაქვეყნებელი ნაშრომის საბოლოო ვერსია თანხმდება ავტორთან ან თანაავტორობის შემთხვევაში - ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელთან (corresponding author). გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილი უზუსტობების/ხარვეზების შემთხვევაში, ავტორს (ან corresponding author) აქვს უფლება, მიმართოს ჟურნალის რედაქციას ელ-ფოსტის მეშვეობით და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. სარედაქციო კოლეგია ვალდებულია, ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს ორი კვირის ვადაში და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ავტორს (ან corresponding author) ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი განმარტება წარადგინოს. უზუსტობის/ხარვეზის დადასტურების შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას რეაგირების შესახებ. გამოცემის მომდევნო ნომერში უნდა აისახოს შესაბამისი გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებით. სამეცნიერო ჟურნალს "მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები", რეკლამასთან დაკავშირებით, არ გააჩნია კომერციული ინტერესები და შეთანხმებები. შესაბამისად, სამეცნიერო სტატიების ავტორებმა შრომები არ უნდა დაუკავშირონ სარეკლამო ინტერესს და, გამომდინარე, არც ჟურნალის რედაქცია იღებს სარეკლამო ხასიათის სტატიებს. ლოგიკურია, რომ ჟურნალის მარკეტინგული აქტივობები ყოველთვის შესაბამისი, მეცნიერულად კარგად დასაბუთებული, თავაზიანი და მართებულია.