ეროვნული ხასიათისა და „სამოდელო პიროვნების“ შესახებ მართვაში გასათვალისწინებლად
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI61საკვანძო სიტყვები:
ეროვნული ხასიათი, კვლევა, პრობლემა, სამოდელო პიროვნებაანოტაცია
მეცნიერთა თვალსაზრისის თანახმად, ეროვნული ხასიათის კვლევა, ამა თუ იმ საზოგადოების ფარგლებში, გარკვეული პირადული მახასიათებლების გავრცელებადობის ხარისხის შესწავლას უნდა წარმოადგენდეს, ხოლო „სამოდელო პიროვნება“ ისეთი ტიპია, რომელსაც მოცემული საზოგადოების წევრთა უმეტესობა განეკუთვნება. ითვლებოდა, რომ, თითოეულ ერში, სრულიად სხვადასხვა ტიპია წარმოდგენილი, მაგრამ ერთნი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება, ხოლო სხვები - იშვიათად ან ძალიან იშვიათად. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ემპირიული მონაცემები ადასტურებდა მოდალური პიროვნებების არსებობის ჰიპოთეზას, ნათელი გახდა, რომ შიდაკულტურული განსხვავებები (მოსახლეობის სხვადასხვა კლასსა და ფენას შორის) შეიძლება გაცილებით დიდი ყოფილიყო, ვიდრე კულტურათაშორისი. მეორე მხრივ, გამოდიოდა, რომ „მოდალური პიროვნება“ ესაა ერის ერთი ნაწილისთვის ჩვეული ნიშან-თვისებების კომპლექსი, მისი სხვა ნაწილის საპირისპიროდ, და, შესაბამისად, საკითხი ეროვნული ხასიათის, როგორც ერის ყველა წევრისთვის ჩვეული ქცევითი, ემოციური და სხვა მახასიათებლების ერთობლიობის შესახებ, ან საერთოდ უნდა მოხსნილიყო, ან სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო დაყენებული. ამან ინკელსი და ლევენსონი პესიმისტურ დასკვნამდე მიიყვანა, რომ შემეცნებისა და კვლევითი მეთოდიკის შეზღუდულ თანამედროვე მდგომარეობაში არ შეიძლება მტკიცება, რომ რომელიმე ერს სპეციფიკური ეროვნული ხასიათი აქვს. მდგომარეობა იმითაც გართულდა, რომ, ეროვნული ხასიათის შესახებ საუბრისას, ერთნი, პირველ რიგში, ტემპერამენტს გულისხმობდნენ, მეორენი ყურადღებას აქცევდნენ პიროვნულ ნიშნებს, მესამენი - ღირებულებით ორიენტაციებს და ა.შ. შედეგად, მოცემული პრობლემისადმი სხვადასხვა მიდგომის არსებობისა და სამოც წელიწადზე მეტი ხნის კვლევების მიუხედავად, ამჟამად, სრულიად განსხვავებული თვალსაზრისები არსებობს არა მხოლოდ იმაზე, თუ რა არის ეროვნული ხასიათი, არამედ იმაზეც, საერთოდ არსებობს ის თუ არა, არის თუ არა ის უფრო მნიშვნელოვანი ნიშანი, ვიდრე პიროვნების ის ელემენტები, რომლებიც მსოფლიოში ყველა ადამიანს აერთიანებს, ან ისინი, რომლებიც ერთმანეთს ყველაზე მეტად მსგავს ინდივიდებსაც კი განასხვავებენ.
მეტრიკები
წყაროები
Gabadadze N. Communication as a conceptual category and as a structuring concept of the linguistic-conceptual field. Tbilisi, 2021.
Gotsiridze D. Selected papers. - Tbilisi, 2019.
Boch P. H., Harnish M. R. Linguistic Communication and Speech Acts. Cambridge. Mass., 1995.
Duby, Selected Works. - Moscow, 2000.
Inkels A. Levenson D. Selected Works,1969.
Kolesov V. V. Ancient Rus: Heritage in Words. The World of Human. - St. Petersburg, 2000.
Heritage in Words. The World of Human. - St. Petersburg, 2000.
Cardiner, Selected Works, Cambridge Mass., 1995.
Glossary, Selected Works, 2000.