სპორტის გამაჯანსაღებელი როლი ქართველ მოჭიდავეთა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე მიღწევების მაგალითზე
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI60საკვანძო სიტყვები:
შესრულების მონაცემთა ანალიზი, ჩემპიონატები, დგომში, „სუპლექსი“, მოგვერდი, „შიგა გასაღები“, ჩოქბჯენი, სპორტსმენი, მოჭიდავე, პოსტკოვიდური პერიოდი, მოგება-წაგებაანოტაცია
თანამედროვე სამყაროში სპორტზე, კერძოდ, ჭიდაობის სახეობაზე დაკვირვება, არა მხოლოდ ხალიჩაზე, არამედ სამეცნიერო-სამედიცინო პერსპექტივიდანაც, უმნიშვნელოვანესია. ამ სპორტის სახეობის ტენდენციები და დინამიკა დროთა განმავლობაში ვითარდება და წლებთან ერთად იცვლება და, როგორც ირკვევა, პოზიტიურ კავშირშია მასობრივი ჯანმრთელობის დონის გაუმჯობესებასთან. ამდენად, ეს სტატია ეფუძნება გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ანალიზს (Performance Data Analysis – PDA), რომელიც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ჭიდაობის მიმდინარე გლობალური ტენდენციები, ტექნიკური და ტაქტიკური მახასიათებლები წონითი კატეგორიების მიხედვით და შევაფასოთ ქართველი სპორტსმენების გამოსვლა მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებში და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები. ნაშრომში განხილულია სტატისტიკური მონაცემები, მნიშვნელოვანი ფაქტები და ქართველი მოჭიდავეების გამოსვლა 2021 წელს ჩატარებულ ძირითად შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.
წყაროები
United World Wrestling: Performance Data Analysis Report (PDA)
Wrestling Science: https://uww.org/development/wrestling-science
International Wrestling Rules: https://cdn.uww.org/2023-01/wrestling_rules.pdf
European Championships: https://uww.org/event/european-championships-23/results
Tokyo 2020: https://uww.org/event/tokyo-2020/results
World Championships: https://uww.org/event/world-championships-55/results
Olympic Wrestling: https://www.olympics.com/en/sports/wrestling/
GeoWrestling: https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial

