პირის ღრუს დაავადებების გავრცელება და მათი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI29საკვანძო სიტყვები:
პირის ღრუს დაავადებები, სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა, სტატისტიკური გამოკვლევაანოტაცია
პირის ღრუს დაავადებები თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებებია. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში, სადაც მოსახლეობის 94,2 % რაიმე სახის პირის ღრუს დაავადებითაა დაავადებული. გამოკითხული ქალების 93,7%-ს აღენიშნება პირის ღრუს დაავადების სიმპტომები, ხოლო მამაკაცებში აღნიშნული მაჩვენებელი 95,3 %-ია. 90-95 %-ის ფარგლებში მერყეობს ასევე პირის ღრუს დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ ჭრილში. რეგიონების მიხედვით კი - 91,2%-დან 95,8%-მდე დიაპაზონში თავსდება. შესაბამისად, მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ღონისძიებები მნიშვნელოვანია. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა (დაავადებულთა 44,9 % ) დაბალი შემოსავლის გამო ვერ ახერხებს სტომატოლოგთან ვიზიტს. ისინი ექიმთან არმისვლის ძირითად მიზეზად ასახელებენ მკურნალობისათვის საჭირო ფულის არქონას. გამოკითხულთა 8,9% მიიჩნევს, რომ სტომატოლოგიური მომსახურება საქართველოში სრულიად ხელმისაწვდომია, 14,4%-ის აზრით, უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ხელმიუწვდომელი; 25,7% თვლის, რომ ხელმისაწვდომობის საშუალო დონეა; 34,2% მიიჩნევს, რომ უფრო ხელმიუწვდომელია, ვიდრე ხელმისაწვდომი და 16,8 %-ის აზრით, სრულიად ხელმიუწვდომელია.
მეტრიკები
წყაროები
https://www.who.int/team/noncommunicable-diseases/global-status-report-on-oral-health-2022
ლელა წიტაიშვილი სტომატოლოგიურ დაავადებათა გავრცელება საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში და პრევენციის თანამედროვე მიდგომები, დისერტაცია, თსუ, 2015
Sharon Rankin, Marian Lennon, Oral Health Manual, Second edition, London, 2017 p. 122
The Challenge of oral disease, The Oral Health Atlas, Second edition, World Dental Federation, 2015
Guidelines on oral health, WHO
https://worldhealthdental.org/
https://onlinelibrary.wiley.com/doi/book/10.1002/9781119591641