საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების პრობლემები ადამიანური კაპიტალის განვითარების ჭრილში
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI23საკვანძო სიტყვები:
გლობალური ინოვაციის ინდექსი, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ადამიანური კაპიტალიანოტაცია
ადამიანური კაპიტალის ფაქტორი უდიდეს მნიშვნელობას იძენს სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მონიტორინგის, მართვისა და გააქტიურების თვალსაზრისით. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ზრდისა და ეფექტიანი მდგრადი განვითარების მიღწევის დონე, შესაძლებელია, მაჩვენებლების კომპლექსით შეფასდეს, მათ შორის მაღალი დონის სპეციალისტების დაკომპლექტებით მმართველობით ყველა რგოლში და მათი პოტენციალის საუკეთესო გამოყენებით. ადამიანური კაპიტალის ფორმირება-დაგროვება-გამოყენების მწვავედ საჭირო კორპორატიულ სისტემას მხოლოდ ამგვარი მიდგომით მივიღებთ. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების ქვესექტორებში ოპერირებადი ადამიანური კაპიტალის განვითარების შესაძლებლობებისა და ხარისხის შეფასება. შემუშავებული საპროგნოზო მოდელის თანახმად, გაკეთდა საჭირო ანალიზი ინვესტიციების ორთავე მიმართულებით - ჯანდაცვისა და ცოდნის კაპიტალების მაგალითზე. გლობალიზების ერაში, კორპორაციების ადამიანური კაპიტალი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. ფაქტია, რომ ქვეყნისა და მისი ეკონომიკური დარგების ინოვაციური განვითარება მეტად ხანგრძლივი პროცესია. ამასთან, ადამიანური კაპიტალის საკვანძო ელემენტებსა და ინოვაციური განვითარების ხერხემალს ჯანდაცვისა და განათლების სექტორები წარმოადგენენ. გამომდინარე, კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბების პროცესი და შემდგომი განვითარება, როგორც ქვეყნისა და მისი ეკონომიკური ნახტომის განმაპირობებელი ფაქტორის განსაზღვრა, პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის მაქსიმალურად ეფექტიანი მაჩვენებლების უზრუნველყოფისათვის.
მეტრიკები
წყაროები
Alan Coppin. The Human Capital Imperative. Valuing Your Talent. Ebooks. 2017
Berryman, S., Mikeladze M. & Andguladze, N. (2011) Assessment of the Education Sector in the Republic of Georgia.
Dali Beruashvili, Tengiz Verulava, Health Policy, Economics and Sociology 2019; 5(1).
Nino Mirzikashvili, Challenges of the healthcare system in Georgia at the municipal level during the Covid-19 pandemic.
"Social and Economic Development Strategy of Georgia - Georgia 2020
M. Tsertsvadze. I. Mujiri. Transformation of human capital as a factor of innovative development of companies. March 29, 2016, Scientific and theoretical journal SCIENCE, EDUCATION AND CULTURE, pp. 7-11.
M. Tsertsvadze, I. Mujiri. Georgia's reality and international indices. Contemporary problems of medicine and management. 1(13) May 2018, pp. 110-117
Ordinance of the Government of Georgia N724, December 26, 2014.
Sandra M. Reed. A Guide to the Human Resource Body of Knowledge (HRBoK). 2017
https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-globaluri-konkurentunarianobis-reitingshi/
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp - Last checked - 10.02.2023
https://bm.ge/ka/article/ra-gavlena-aqvs-ganatlebis-sferos-biujetis-zrdas-ganatlebis-xarisxze/44047. Last checked - 23.10.2021
https://www.cipd.co.uk/Images/human-capital-theory-assessing-the-evidence_tcm18-22292.pdf. Last checked - 03.11.2021
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp - Last checked - 10.11.2022
http://research.ciu.edu.ge. Last checked - 23.11.2021
https://forbes.ge/news/7643/saqarTvelo-2019-wlis-reitingebSi. Last checked - 03.10.2021