СOVID-19-ის მანიფესტაცია დაავადებული ბავშვების პირის ღრუს ლორწოვანზე
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI18საკვანძო სიტყვები:
კორონავირუსი, კანდიდოზი, ჰალიტოზი, ქსეროტომია, კოროვირუსული ინფექციის გამოვლინებები პირის ღრუშიანოტაცია
ახალი კოროვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ასევე იზრდება COVID-19-ით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებიც. COVID-19-ით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის პათოლოგიის ეფექტური დიაგნოსტიკა და რაციონალური ფარმაკოთერაპია აქტუალური პრობლემაა სტომატოლოგებისთვის. ამ ნაშრომში, კლინიკური და ლაბორატორიული მეთოდების საფუძველზე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩატარდა 19 პაციენტში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ COVID-19. გამოკვლევის შედეგად COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში გამოვლინდა მორფოლოგიური ელემენტები პირის ღრუს ლორწოვანზე ორალურ გამოვლინებებს. მიღებული მონაცემები ადასტურებს კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ ამ კატეგორიის პაციენტებში სტომატოლოგიური გამოკვლევის ჩართვის აუცილებლობასა და მიზანშეწონილობას [1-3]. უკიდურესად მძიმეა მწვავე რესპირატორული ინფექცია გამოწვეული SARS-CoV-2 კორონავირუსით. SARS-CoV-2 ვირუსი გამოირჩევა სხვადასხვა ორგანოების დაინფიცირების ფონზე დაზიანების უნარით, როგორც პირდაპირი ინფექციის, ასევე ორგანიზმის იმუნური პასუხის მეშვეობით. ეს დაავადება შეიძლება გამოვლინდეს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმით. კოვიდის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა ვირუსული პნევმონიის განვითარება. კორონავირუსს ასევე შეუძლია დააზიანოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი. პათოგენური აგენტი სხეულში შედის ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტ 2-ის ზემოქმედებით, რომელიც ლოკალიზებულია როგორც ალვეოლისა და ფილტვის სტრუქტურების ზედაპირზე, ასევე პირის ღრუს ეპითელურ უჯრედებზე, სადაც ის იწყებს აქტიურ გამრავლებას [5]. ახალი კოროვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა რიცხვი სტაბილურად იზრდება [4-6].
მეტრიკები
წყაროები
Belotserkovskaya Yu. G., Romanovskikh A. G., Smirnov I. P. COVID-19: New Coronavirus Respiratory Infection: New Data on Epidemiology, Clinical Course, and Case Management. Consilium Medicum, 2020, No. 3, pp. 12–20. (In Russian; abstract in English).
Vakhrushina E. V. immunocorrective therapy of patients with recurrent aphthous stomatitis: author. dis. cand. honey. Clinical and laboratory substantiation of immunocorrective therapy in patients with recurrent aphthous stomatitis: Abstract of the thesis. Moscow,
Lavrovskaya Ya. A., Romanenko I. G., Lavrovskaya O. M., Pridatko I. S. Candidiasis of the oral mucosa with dysbiotic changes. Therapeutic Journal, 2017, No. 1, p. 3, pp. 27–30. (in Russian; abstract in English).
Morozova S. V., Meitel I. Yu. Xerostomia: causes and methods of correction. Medical Council, 2016, No. 1, p. 1, pp. 124–128. (In Russian; abstract in English).
Nikiforov V. V., Suranova T. G., Mironov A. Yu., Zabozlaev F. G. - New coronavirus infection (COVID-19): etiology, epidemiology, clinic, diagnosis, treatment and prevention]. Moscow, 2020. 48 p. (In Russ.; abstr. in Engl.).
Ushakov R. V., Eliseeva N. B., Polevaya N. P. and others. Modern methods of diagnosis, elimination and prevention of halitosis: Moscow, 2016, 81 p.