სასწავლო (განმავითარებელი) მრავალჯერადი არჩევნის კითხვების (MCQs) ეფექტურობის შეფასება სტუდენტთა სწავლის შედეგებზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბიოქიმიაში
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI79საკვანძო სიტყვები:
განმავითარებელი შეფასება, მრავალჯერადი არჩევნის მქონე კითხვები/ტესტური კითხვები, მრავალჯერადი არჩევნის კითხვები (MCQs), სამედიცინო განათლება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბიოქიმია, სტუდენტთა ჩართულობა, თვითშეფასება, კლინიკური მსჯელობა/კლინიკური აზროვნება, გამოცდისთვის მზადყოფნაანოტაცია
მედიცინის სტუდენტებს ხშირად უჭირთ აბსტრაქტული ბიოქიმიური კონცეფციების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ კომპლექსურ მოდულებში, როგორიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბიოქიმიაა. სასწავლო (განმავითარებელმა) მრავალჯერადი არჩევნის კითხვებმა (MCQs) კარგი შედეგები აჩვენა ამ ხარვეზის აღმოფხვრის კუთხით, თუმცა, გულ-სისხლძარღვთა ბიოქიმიის კურიკულუმში, მათ ინტეგრაციაზე მწირი კვლევებია. წინამდებარე კვლევის მიზანი იყო ყოველკვირეული განმავითარებელი ტესტების ეფექტურობის შეფასება სტუდენტების ჩართულობაზე, თვითშეფასებაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და გამოცდისთვის მზადყოფნაზე გულ-სისხლძარღვთა ბიოქიმიის მოდულში. პროსპექტული, ერთკოჰორტული (დაკვირვებითი ჯგუფი) საგანმანათლებლო კვლევა ჩატარდა 7 კვირიანი გულ-სისხლძარღვთა ბიოქიმიის მოდულის ფარგლებში, უნივერსიტეტ გეომედში (თბილისი, საქართველო). კვლევაში მონაწილეობდა მედიცინის ფაკულტეტის მე-2 კურსის 120 სტუდენტი, რომლებიც, ყოველკვირეულად, განმავითარებელ ტესტებს გადიოდნენ (MCQs). ეს კითხვები შეიქმნა 7 სხვადასხვა თემაში კლინიკური პრაქტიკის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით. მოდულისა და დასკვნითი გამოცდის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა შეავსეს 12 კითხვიანი ანონიმური კითხვარი, რომელიც მოიცავდა 10 რაოდენობრივ (ლიკერტის სკალა) და 2 ღია კითხვას. გამოხმაურების მაჩვენებელი 100% იყო. საშუალო ქულები, ყველა კრიტიკული მიმართულებით, მაღალი იყო: ჩართულობა (4,77/5), სწავლა და თვითშეფასება (4,66/5), კრიტიკული აზროვნება (4,58/5), გამოცდისთვის მზადყოფნა (4,43/5) და საერთო კმაყოფილება (4,52/5). ყველაზე მაღალი შეფასება, „სრულიად ვეთანხმები“, დაფიქსირდა ჩართულობის (კითხვა 1, 85,8%), ცოდნაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა (კითხვა 3, 81,7%) და სემინარებზე დასწრების მოტივაციის (კითხვა 2, 71,7%) კატეგორიებში. უარყოფითი პასუხების მაჩვენებელი მინიმალური იყო (0-2,5% სხვადასხვა პუნქტში). თვისებრივმა თემატურმა ანალიზმა 4 ძირითადი უპირატესობა გამოავლინა: თვითშეფასება და ცოდნის ხარვეზების იდენტიფიცირება, გამოცდებისთვის მზადყოფნა, კლინიკური მსჯელობა და მიდგომების გამოყენება. ასევე, აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა. მცირე გამოწვევებს შორის დასახელდა უფრო რთულ კლინიკურ კითხვებზე მოთხოვნა, დროის სიმცირე და, სტუდენტების მცირე ნაწილისთვის, საჯარო მონაწილეობით გამოწვეული შფოთვა. ეს კვლევა აჩვენებს, რომ გულ-სისხლძარღვთა ბიოქიმიაში, ყოველკვირეული განმავითარებელი ტესტები დადებითადაა მიღებული მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი ზრდის ჩართულობას, თვითორიენტირებულ სწავლებას, კლინიკურ მსჯელობასა და გამოცდისთვის მზადყოფნას. ამასთანავე, იგი ამცირებს საგამოცდო შფოთვას. სამომავლო კვლევებმა უნდა დაადგინოს ტესტების (MCQs) შედეგებსა და ფინალური გამოცდის ქულებს შორის კორელაცია. ასევე, შეაფასოს ცოდნის გრძელვადიანი შენარჩუნება.
წყაროები
Brauer DG, Ferguson KJ. The integrated curriculum in medical education: AMEE Guide No. 96. Medical Teacher. 2015;37(4):312-322. doi:10.3109/0142159X.2014.970998
Fulton TB, Collins S, Van Der Schaaf M, O’Brien BC. Connecting Biochemistry Knowledge to Patient Care in the Clinical Workplace: Senior Medical Students’ Perceptions about Facilitators and Barriers. Teaching and Learning in Medicine. 2023;35(4):398-410. doi:10.1080/10401334.2022.2084400
Bryan C, Bryan C, Clegg K, eds. Innovative Assessment in Higher Education. 0 ed. Routledge; 2006. doi:10.4324/9780203969670
Aldosari MS. From Recall to Resilience: Reforming Assessment Practices in Saudi Theory-Based Higher Education to Advance Vision 2030. Sustainability. 2025;17(21):9415. doi:10.3390/su17219415
Lipnevich AA, Mattern K, Feddock C. Formative assessment and feedback in medical education: A practical guide: AMEE Guide No. 189. Medical Teacher. 2026;48(6):921-940. doi:10.1080/0142159X.2025.2569623
Lei W, Lei Z. Formative assessment literacy: a systematic review. Lang Test Asia. 2025;16(1):7. doi:10.1186/s40468-025-00418-0
Steele S, Nayak N, Mohamed Y, Panigrahi D. The Generation and Use of Medical MCQs: A Narrative Review. AMEP. 2025;Volume 16:1331-1340. doi:10.2147/AMEP.S513119
Reid M, French M, Andreopoulos S, Wong C, Kee N. AI-generated multiple-choice questions in health science education: Stakeholder perspectives and implementation considerations. Current Research in Physiology. 2025;8:100160. doi:10.1016/j.crphys.2025.100160
Javaeed A. Assessment of Higher Ordered Thinking in Medical Education: Multiple Choice Questions and Modified Essay Questions. MedEdPublish. 2018;7:128. doi:10.15694/mep.2018.0000128.1
Panchbudhe S, Shaikh S, Swami H, et al. Efficacy of Google Form–based MCQ tests for formative assessment in medical biochemistry education. Journal of Education and Health Promotion. 2024;13(1). doi:10.4103/jehp.jehp_981_23
Schwartzman WE, Paul SN, Amsterdam C, et al. A Novel, Mutually Beneficial Student-Faculty Partnership to Develop Real-Time Formative Assessments Aligning With the Preclinical Undergraduate Medical Curriculum. Academic Medicine. 2025;100(1):33-37. doi:10.1097/ACM.0000000000005801
Weiss JN, Yang L, Qu Z. Thematic review series: Systems Biology Approaches to Metabolic and Cardiovascular Disorders. Network perspectives of cardiovascular metabolism. Journal of Lipid Research. 2006;47(11):2355-2366. doi:10.1194/jlr.R600023-JLR200
Sharif A, Kasemy Z, Aloshari S. Assessment as Learning: A Mixed-Methods Study on Pre-Clinical Medical Student-Led Generation of Scenario-Based Multiple Choice Questions. AMEP. 2025;Volume 16:1847-1859. doi:10.2147/AMEP.S549385
Appelhaus S, Werner S, Grosse P, Kämmer JE. Feedback, fairness, and validity: effects of disclosing and reusing multiple-choice questions in medical schools. Medical Education Online. 2023;28(1):2143298. doi:10.1080/10872981.2022.2143298
Kaminski JJ, Franz A, Holzhausen Y, Wedenig HH, Sporn F, Peters H. Establishing TELLme – an online platform for self-directed, formative assessment of knowledge acquisition across an undergraduate medical curriculum. Medical Teacher. 2025;47(4):696-704. doi:10.1080/0142159X.2024.2362896



