წყალბურთი საქართველოში: მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები
DOI:
https://doi.org/10.56580/GEOMEDI78საკვანძო სიტყვები:
წყალბურთი, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა – ევრო 2026, „აპოლოს“ შედეგები საფრანგეთის ტურში, საქართველოს საწყალოსნო სახეობათა ფედერაციაანოტაცია
საქართველოს წყალბურთში მიმდინარეობს მზადება 2028 წლისთვის. ევროპის ცურვის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ორ წელიწადში თბილისში ჩატარდება წყალბურთელთა ჩემპიონატი. კონტინენტის საუკეთესო გუნდები მოიყრიან თავს ქვეყნის დედაქალაქში. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ საქართველოს წყალბურთის ჩემპიონი გუნდის - „აპოლოს“ შედეგებს 2026 წელს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართულ ევროთასის (Euro Cup) ტურში და ვაჩვენებთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს შეუძლიათ წარმატებით გაუწიონ კონკურენცია ევროპის საუკეთესო გუნდებს. მიუხედავად პროგრესისა, ქართული წყალბურთი კვლავ დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე. ოლიმპიური სტანდარტების აუზების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა ჩამოუვარდება ევროპის ისეთ წამყვან ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი, ხორვატია და იტალია. წყალბურთს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქართული სპორტისთვის, რადგან იგი ზრდის ქვეყნის ცნობადობას საწყალოსნო დისციპლინებში. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა აძლიერებს საქართველოს სპორტულ რეპუტაციას და ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ტრადიციულ წყალბურთის სახელმწიფოებთან შედარებით (უნგრეთი, სერბეთი, ხორვატია), საქართველო ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, თუმცა ბოლო ათწლეულის სტაბილური გაუმჯობესება, სამომავლო წარმატების დიდ პოტენციალზე მეტყველებს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ მეტი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო ქართული წყალბურთის შემდგომი განვითარებისთვის სტაბილური ბაზის შესაქმნელად. ჩვენ, ასევე, ხაზს ვუსვამთ სამეცნიერო კვლევის მეთოდების უფრო აქტიური გამოყენების აუცილებლობას საწვრთნელი პროცესის ოპტიმიზაციისა და სპორტსმენების ფიზიკური და ტექნიკური მომზადების გასაუმჯობესებლად.
წყაროები
Karangozashvili D. (1990). Dissertation abstract. Tbilisi.
Karangozashvili D. (2022). Tactical activity of water polo players. Tbilisi.
Hochstein, S., Hohenstein, D., & Hohmann, A. (2022). Goal Shot Analysis in Elite Water Polo -World Cup Final 2018 in Berlin. Applied Sciences, 12(3), 1298. https://doi.org/10.3390/app12031298
Melchiorri, G., Triossi, T., Bianchi, D., Tancredi, V., & Viero, V. (2022). Physical Characteristics and Performance Tests in Male Water Polo: A Multiple Regression Analysis on Youth. International journal of environmental research and public health, 19(14), 8241. https://doi.org/10.3390/ijerph19148241
Botonis, P. G., Toubekis, A. G., & Platanou, T. I. (2019). Physiological and Tactical On-court Demands of Water Polo. Journal of strength and conditioning research, 33(11), 3188–3199. https://doi.org/10.1519/JSC.0000000000002680
De Siati, F., Laffaye, G., Gatta, G., Dello Iacono, A., Ardigò, L. P., & Padulo, J. (2016). Neuromuscular and technical abilities related to age in water-polo players. Journal of sports sciences, 34(15), 1466–1472. https://doi.org/10.1080/02640414.2015.1119298
Botonis, P. G., Toubekis, A. G., & Platanou, T. I. (2019). Training Loads, Wellness and Performance Before and During Tapering for a Water-Polo Tournament. Journal of human kinetics, 66, 131–141.
https://doi.org/10.2478/hukin-2018-0053
Viero, V., Triossi, T., Bianchi, D., Campagna, A., & Melchiorri, G. (2020). Physical and performance variables for talent identification in water polo. The Journal of sports medicine and physical fitness, 60(10), 1309–1316. https://doi.org/10.23736/S0022-4707.20.10712-6
Perazzetti, A., Tessitore, A., Özkol, M. Z., Novoselac, N., & Dopsaj, M. (2025). Assessment of Youth Water Polo Players’ Swimming Sprint Potential: A New Approach to Building an International Model. Journal of Functional Morphology and Kinesiology, 10(2), 200. https://doi.org/10.3390/jfmk10020200



