ხანდაზმულთა covid-19 ინფექცია და გულის ჰიპერტონული ავადმყოფობა (კლინიკური შემთხვევის ანალიზი)

ავტორები

  • Aza Revishvili საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • Ketevan Khazaradze საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • Nino Japaridze თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავტორი
  • Nikoloz Gegeshidze მთავარანგელოზ მიქაელის ჰოსპიტალი ავტორი
  • Irina Javakhishvili თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.56580/GEOMEDI69

საკვანძო სიტყვები:

კორონავირუსული ინფექცია, პნევმონია, ხანდაზმულობა, გულის ჰიპერტონული ავადმყოფობა

ანოტაცია

კორონავირუსული ინფექციის მძიმე მიმდინარეობის და არაკეთილსაიმედო გამოსავლის რისკ-ფაქტორებს შორის, აღსანიშნავია გულის ჰიპერტონული ავადმყოფობა და ხანდაზმულობა, რასაც განაპირობებს ჰიპერტონიის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი (ზრდასრულ პოპულაციაში 30-45%), სიკვდილიანობის მიზეზთა შორის წამყვანი პოზიცია (წელიწადში 10.4 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი), რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის კომპონენტების მონაწილეობა COVID-19-ის ვირუსის ორგანიზმში შეღწევის ხელშეწყობაში, COVID-19-ით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ხანდაზმულებში (ევროპაში კოვიდ-ინფექციით გარდაცვლილთა 95%-ის ასაკი >60 წელზე). ახალი კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის ანალიზი განხორციელდა ხანდაზმულ (95 წლის) პაციენტში,რომელსაც აღენიშნებოდა გულის ჰიპერტონული ავადმყოფობა, თანმხლები დაავადების სახით. დაავადება დაიწყო მწვავედ. COVID-19-ის დიაგნოსტირება მოხდა პირველსავე დღეს, კლინიკური სიმპტომების (ტემპერატურის მომატება, კუნთების და სახსრების ტკივილი) გომოვლენისთანავე, COVID-19-ს სწრაფი ტესტი იყო დადებით, ოჯახის ექიმის მიერ უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა და მონიტორინგი. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესდა, გამოიხატა ახალი სიმპტომები, მშრალი ხველის და ქოშინის სახით, რის გამოც დაავადების მეოთხე დღეს განხორციელდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. კლინიკაში დადასტურდა კოვიდ-ინფექცია, უტარდებოდა კომპლექსური მკურნალობა გაიდლაინისა და პროტოკოლის შესაბამისად, ოქსიგენაცია- დესატურაციის გამო, რის ფონზეც ოქსიგენაციის მაჩვენებლები უმჯობესდებოდა. მიუხედავად ჩატარებული კომპლექსური მკურნალობისა დაავადების დაწყებიდან მეათე დღეს მდგომარეობა დამძიმდა კოვიდ-ინფექციის გართულებების (პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა) განვითარების გამო. მკურნალობა გაგრძელდა ზოგადი რეანიმაციის განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის ფონზე (ოქსიგენაციური, სუნთქვითი ვარჯიშები, ანტიბიოტიკოთერაპია (ცეფამედი, დომინალი, სტეპტენბაქტი), ინფუზიური, ინჰალაციური ბრონქოდილატატორებით და გლუკოკორტიკო-სტეროიდებით, სედაციური, ჰორმონოთერაპია დექსამეტაზონით, ანტიკოაგულაციური, გასტროპროტექტორული, ვოლემიის, გლიკემიის, ელექტროლიტური ბალანსის კონროლი და კორექცია) მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჰემოდინამიკა-ოქსიგენაციის პარამეტრები დასტაბილურდა. დაავადების მართვა და რეაბილიტაცია გაგრძელდა ბინაზე და 6 თვეში პაციენტი გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება აღინიშნოს, რომ მიუხედავად დამძიმებული პრემორბიდული ფონისა, რაც რამდენადმე განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობასა და გართულებების განვითარებას, COVID-19-ის ინფექციის დროული დიაგნოსტიკა, ოქსიგენაციის დადებითი მაჩვენებელი, ადექვატური მკურნალობა და მონიტორინგი ხელს უწყობს დაავადების კეთილსაიმედო გამოსავლის განვითარებას. დროული და უწყვეტი რეაბილიტაცია კი აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

წყაროები

Order No. 01-232/o of the Minister of IDPs from the Occupied Territories of Georgia from October 21, 2021 “On approval of the State Standard (Protocol) for Post-Covid19/SARS-CoV-2 - Further Outpatient Medical Rehabilitation and Resort Treatment (Clinical Condition Management)” [In Georgian].

Updated version of the COVID-19 strategy - 14 April 2020. World Health Organization. https://www.who.int/publications-detail/covid-19-strategy-update---14-april-2020

Shchelkanov M.Yu., Kolobukhina L.V., Burgasova O.A., Kruzhkova I.S., Maleev V.V. COVID-19: etiology, clinical features, treatment // Infection and immunity. 2020. Vol. 10, No. 3. P. 421-445. DOI: https://doi.org/10.15789/2220-7619-CEC-1473 [In Russian].

Chazova I. E., et al. Consensus of experts of the Russian Medical Society on arterial hypertension: arterial hypertension and COVID-19 / Systemic Hypertension. 2020; 17 (3): 35–41. https://doi.org/10.26442/2075082X.2020.3.200362 [In Russian].

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-16

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

1.
რევიშვილი ა, ხაზარაძე ქ, ჯაფარიძე ნ, გეგეშიძე ნ, ჯავახიშვილი ი. ხანდაზმულთა covid-19 ინფექცია და გულის ჰიპერტონული ავადმყოფობა (კლინიკური შემთხვევის ანალიზი). MIMM. 2025;30(2):37-41. doi:10.56580/GEOMEDI69