ჟურნალის შესახებ
უნივერსიტეტ "გეომედის" სამეცნიერო ჟურნალი, სახელწოდებით "მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები" (ბეჭდვითი გამოცემის Print-ISSN 1512-4169, ელექტრონულ-ონლაინ გამოცემის E-ISSN 2720-8737) წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო, რეცენზირებად, რეფერირებად გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს მედიცინისა და მენეჯმენტის სამეცნიერო მიღწევების გაცნობასა და გაზიარებას.
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებების შესაბამისად, ჟურნალში გამოყოფილია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტები: მედიცინა, სტომატოლოგია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტი.
ჟურნალი:
- გამოიცემა 2014-დან 2020 წლამდე ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო 2021 წლიდან - მხოლოდ ინგლისურად (ქართული აბსტრაქტებით).
- გამოქვეყნებულ ნაშრომებზე იყენებს "ღია წვდომის" პოლიტიკის "ოქროს" მოდელს, რაც გულისხმობს გამოსაქვეყნებლად მიღებულ ნაშრომზე თავისუფალ წვდომას.
- ბეჭდური სახით გამოიცემა წელიწადში მინიმუმ ორჯერ
- ანთავსებს ნაშრომს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
ჟურნალის მისიას წარმოადგენს გლობალურ სამეცნიერო-საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირების საფუძველზე, მეცნიერების პრიორიტეტული მიმართულებებით (მედიცინა, ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტი, სტომატოლოგია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია), თანამემამულე და საერთაშორისო მკვლევარების ხელშეწყობა და წარმოჩენა. ელექტრონული ტექნოლოგიების მზარდი გამოყენების ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხში, ჟურნალი იცავს Elsevier-ის გონივრულ თავშეკავებულ პოლიტიკას, ავტორების სრული პასუხისმგებლობისა და პატიოსნების პრიორიტეტით: https://www.elsevier.com/about/policies-and-standards/the-use-of-generative-ai-and-ai-assisted-technologies-in-writing-for-elsevier

